გამოქვეყნების თარიღი: 2025-11-17
მიმდინარე წლის 17 ნოემბერს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე და საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი მიქაუტაძე შეხვდნენ სომხეთის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრს, სრბუჰი გალიანს. შეხვედრას ესწრებოდნენ: სომხეთის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრის მოადგილე - ოქსანნა აბრაჰამიანი და სომხეთის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრის მრჩეველი - ნერსეს ზეინალიანი.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და სომხეთის მართლმსაჯულების სისტემები და განხორციელებული მნიშვნელოვანი რეფორმები.
დამატებით მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო ურთიერთობების მნიშვნელობასა და დარგობრივი თანამშრომლობის განვითარების საკითხებზე.
შეხვედრის დასასრულს, სტუმრებმა დაათვალიერეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ისტორიული შენობა და მართლმსაჯულების მუზეუმი.
საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2025 წლის 18 დეკემბერს, 12:00 საათზე გაიმართება პლენუმის სხდომა. იხ. დღის წესრიგი.
2025-12-17
იხილეთ სრულად„ფიცი“ და „მოფიცრობა“ ძალიან ძველი, ადათობრივი სამართლის ერთ-ერთი ინსტიტუტია. როგორც დამამტკიცებ
2025-12-15
იხილეთ სრულად