გამოქვეყნების თარიღი: 2025-04-25
2025 წლის 25 აპრილს, საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაიმართა საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის სხდომა.
ადმინისტრაციულმა კომიტეტმა 2025 წლის 25 აპრილის სხდომაზე დაამტკიცა:
- საქართველოს მოსამართლეთა XXXIV რიგგარეშე კონფერენციის ჩატარების თარიღი - 2025 წლის 3 მაისი (მოსამართლეთა რეგისტრაცია დაიწყება 11:00 საათზე, ხოლო კონფერენცია გაიხსნება 12:00 საათზე), ადგილი - იუსტიციის უმაღლესი სკოლა, მის.: თბილისი, ნოდარ ბოხუას ქუჩა №19;
- საქართველოს მოსამართლეთა XXXIV რიგგარეშე კონფერენციის დღის წესრიგი;
- საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციისა და ადმინისტრაციული კომიტეტის სამდივნოს შემადგენლობა;
- საარჩევნო ბიულეტენების და ოქმების ნიმუშები.
კონფერენციის მუშაობა იქნება საჯარო და გამჭვირვალე. კონფერენციაზე დასწრების მსურველმა პირებმა, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, ჟურნალისტებმა, კონფერენციის ჩატარებამდე 1 დღით ადრე (2 მაისის, 18:00 საათამდე) წარმოადგინეთ თქვენი კანდიდატურა.
აკრედიტაციისათვის მიმართეთ საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციისა და ადმინისტრაციული კომიტეტის სამდივნოს, შემდეგ მისამართზე - ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქუჩა №6.
საკონტაქტო პირი: სალომე ზაქაშვილი
599 86 19 17
szaqashvili@gmail.com
საქართველოს მოსამართლეთა XXXIV რიგგარეშე კონფერენციის დღის წესრიგი;
საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2025 წლის 11 აპრილს, 14:00 საათზე გაიმართება პლენუმის სხდომა. იხ. დღის წესრიგი.
2025-04-10
იხილეთ სრულადსაქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-2 პუნქტის, „საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანული კან
2025-04-03
იხილეთ სრულად